ბავშვთა საავადმყოფოში 53 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

10 იანვარი 2022, 17:31 833 ნახვა

,,საქართველოში იანვარი პანდემიის მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მძიმე პერიოდი იქნება“ - გვაფრთხილებენ ეპიდემიოლოგები და მოსახლოებას ისევ მოუწოდებენ, რომ ჩაიტარონ აცრა, ატარონ პირბადე და დაიცვან ყველა  წესი, რაც კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. 

კორონავირუსის ახალი შტამი  ომიკრონი საქართველოში დომინანტი ხდება, სწრაფად ვრცელდება და დინამიკაც მატულობს. ბოლო 24 საათში ლაბორატორიულად  დადასტურდა ომიკრონის  816  ახალი შემთხვევა, სულ კი  2 953 ადამიანს გამოუვლიდა კოვიდი ბოლო დღე-ღამეში.

დადასტურებული შეთხვევებიდან 336 აჭარაში დაფიქსირდა.  აქედან 103 ომიკრონია.   ისევ არასახარბიელო მდგომარეობაა გარდაცვალების კუთხით. 31 ადამიანი იმსხვერპლა კოვიდმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი