ალილო წელსაც მრევლის გარეშე ტარდება

07 იანვარი 2022, 12:42 1336 ნახვა

პანდემიის გამო, „ალილო“ წელსაც განსხვავებული სახით ტარდება. ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მანქანებით მსვლელობა ბათუმის ქუჩებში უკვე დაიწყო.

სასულიერო პირები ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. მსვლელობა  მხოლოდ მღვდლების მონაწილეობით იქნება.

მსვლელობა ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან დაიწყო და იუნკერების მემორიალთან დასრულება.

წლებია 7 იანვარს, ქრისტესშობას, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. „ალილოს“ სადღესასწაულო ელფერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი