თბილისში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში CO-ის ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სავარაუდოდ სტუდენტი იყო.
"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.