მოსახლეობის ნაწილს დენის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს

03 იანვარი 2022, 19:49 2821 ნახვა

დენის გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევს, მოსახლეობისა და ბიზნესის ნაწილს. გასული წლის 1-ელი იანვრიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა. გაზრდილი ტარიფები მოსახლეობის უმრავლესობას გასულ წელს არ უგრძვნია, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაასუბსიდირა. თვეში ელექტროენერგიის 300 კვტ.სთ.-ის მომხმარებლებისთვის. ასევე, მთავრობის მაშინდელი გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი 50%-ით დაუსუბსიდირდათ საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებსაც. პროგრსამას კი ვადა 2022 წლიდან ამოეწურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი