თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დიდთოვლობაა. სივასის პროვინციაში თოვლის გამო გზები და მაგისტრალებია ჩაკეტილი. დიდთოვლობას ძლიერი ნისლიც ერთვის, რის გამოც მოძრაობა შეზღუდულია სრუტეებითაც. "სივასის პროვინციაში თოვლის გამო, 267 სასოფლო გზა მოძრაობისთვის ჩაკეტილია", - იტყობინება თურქული მედია. გზების გასაწმენდად თოვლის საწმენდი ტექნიკაა გამოყვანილი, სამაშველო ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. დღეს დილით დარდანელის სრუტე სატრანზიტო გემებისთვის ორივე მიმართულებით დროებით დაიკეტა. მიზეზად ძლიერი ნისლის გამო ხილვადობის შემცირებაა.