ყაზახეთში სიკვდილით დასჯა გააუქმეს

30 დეკემბერი 2021, 14:55 641 ნახვა

ყაზახეთმა სიკვდილით დასჯა გააუქმა. ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა. 2021 წლის ოქტომბერში ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სიკვდილით დასჯის გაუქმებას ითვალისწინებს.  თუმცა სასჯელის უმაღლესი ზომა სამხედრო ხასიათის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში დარჩა. 2021 წლის დეკემბერში კი ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სიკვდილით დასჯის სრულ გაუქმებას გულისხმობს.მოგვიანებით ამ ინიციატივას მხარი ზედა პალატამაც  დაუჭირა. ყაზახეთში სიკვდილით დასჯა 2003 წლიდან მოქმედებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში