ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა

29 დეკემბერი 2021, 21:14 10911 ნახვა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, ხოლო ორი პირი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმის, ნაირა ფარტენაძის განცხადებით, კლინიკაში ოთხი პაციენტი შეიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და  მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან.

"კლინიკაში ოთხი პაციენტი შემოიყვანეს. ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, სამი მათგანი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული, მათ სხვადასხვა დაზიანებები აქვთ მიღებული. გაეწიათ კვალიფიციური დახმარება და იმყოფებიან მონიტორინგის ქვეშ. ხოლო ერთი ბავშვი ორი წლის გოგონაა, რომელსაც აქვს სხეულის ზედაპირული დაზიანება იმყოფება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მონიტორინგის ქვეშ, ამ ეტაპისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი