ბელგიაში საზოგადოების ზეწოლით შეზღუდვების ნაწილი გააუქმეს

29 დეკემბერი 2021, 17:46 812 ნახვა

ბელგიაში საზოგადოების ზეწოლის გამო ხელისუფლებამ კოვიდშეზღუდვების ნაწილი გააუქმა. ბელგიის მთავრობამ კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მანამდე დაწესებული კოვიდშეზღუდვების ნაწილზე  უარი თქვა და  კინოთეატრებისა და საკონცერტო დარბაზების მუშაობის განახლებას დაეთანხმა.  ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით  მას შემდეგ მიიღეს, რაც სამშაბათს  ბელგიის სახელმწიფო საბჭომ შეაჩერა სამეფოს განკარგულების მოქმედება, რომლის მიხედვით სხვა ობიექტებთან ერთად თეატრალური დარბაზებიც იხურებოდა.  ბრიუსელში ამ სექტორში  აკრძალვების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა.  მასში  ბელგიის კულტურის ცნობილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში