სუდანში მაღაროში ჩამონგრევის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

29 დეკემბერი 2021, 14:50 1271 ნახვა

სუდანში ოქროს მომპოვებელ  მაღაროში   მიწის ჩამოშლის  შედეგად  40-ზე მეტი  ადამიანია დაღუპული. სუდანის მინერალური რესურსების კომპანიის განცხადებით, მაღარო ავარიული იყო და  იქ ყველა ტიპის სამუშაო აიკრძალა. ინციდენტის დროს  მაღაროში   ადგილობრივი მოსახლეობა თვითნებურად მუშაობდა. მაშველები ცოცხლების პოვნის იმედს არ კარგავენ და სამძებრო ოპერაციას აგრძელებენ. ცნობილია, რომ  ჩამონგრევის დროს მაღაროში 46-მდე ადამიანი მუშაობდა. ამავე მაღაროში ინციდენტი იანვარშიც მოხდა, როდესაც ოთხი მაღაროელი დაიღუპა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი