ვარშავაში თურქეთის საელჩოს შენობას უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. დაზიანებულია საელჩოს შენობის ფასადი. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით იგი დაკავებულია. ერთ-ერთი ვერსიით, ეჭვმიტანილი 34 წლისაა და სავარაუდოდ, მასთან ერთად კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერ არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულის ვინაობის და მოტივის შესახებ.