ჩავუშოღლუ რუსეთსა და ნატოს დიალოგისკენ მოუწოდებს

27 დეკემბერი 2021, 15:51 1310 ნახვა

რუსეთისა და ნატოს უსაფრთხოების გარანტიები ორმხრივი უნდა იყოს-აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მევლუთ ჩავუშოღლუ აღიარებს, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი რუსეთთან დაძაბულობას ემხრობა, თუმცა თურქეთი მუდამ დიალოგისთვის გამოდის.  ნატოს შეხვედრებზე რუსეთის საკითხი მუდამ დღის წესრიგშია.  ზოგი დიალოგს, ზოგიც კი დაძაბულობას უჭერს მხარს.  ყველა საკითხის მოგვარება დიალოგის გზითაა შესაძლებელი.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-რუსეშის შეხვედრა და დადებითად ვაფასებთ რუსეთის მხრიდანაც ასეთ  განწყობას-განაცხადა ჩავუშოღლუმ და აღნიშნა, რომ  გარანტიები ორმხრივი უნდა იყოს.  რუსეთი ნატოსგან ითხოვს გარანტიებს, მაშინ ნატოსაც სჭირდება რუსეთისგან გარანტოები.  ორივე მხარე კონსენსუსისკენ უნდა ისწრაფვოდეს -ამბობს თურქეთის მთავარი დიპლომატი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში