პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი. ამოღებულია "კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "გლოკის" და "ბერეტას“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, "ნაგანის“ სისტემის იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო ვაზნები. დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.