იტალიაში კოვიდინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

24 დეკემბერი 2021, 15:33 883 ნახვა

იტალიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა  რეკორდული რაოდენობა გამოავლინეს.  კორონავირუსი გასულ დღე-ღამეში 44 ათას 595 ადამიანს დაუდასტურდა.  წინა რეკორდი ერთი წლის წინ დაფიქისრდა.  მაშინ  ვირუსი 40 ათას 902 ადამიანს გამოუვლინდა. ქვეყანაში კოვიდშეზღუდვები  გამკაცრდა.  ქუჩებში პირბადეების  ტარება ისევ  სავალდებულოა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კინოთეატრებში, თეატრებსა და სტადიონებზე კი რესპირატორი იქნება საჭირო. იტალიის მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, ელექტრონული მწვანე საშვის მოქმედების ვადა  ცხრა თვიდან ექვს თვემდე შემცირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში