საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს სიახლეებს სთავაზობს. გამოცდები ზაფხულში ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის სტატუსის ასამაღლებლად გამოცდას პროფესიულ უნარებში წელს პირველად ჩაატარებს. უკვე შემუშავებულია საგამოცდო პროგრამები, რომლებიც განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.