ამერიკამ კორონავირუსის სამკურნალოდ კიდევ ერთი აბი დაამტკიცა

23 დეკემბერი 2021, 20:40 996 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ კიდევ ერთი აბი დაამტკიცა.

პრეპარატი "მოლნუპირავირი", კომპანია „მერკისა” და Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ იწარმოება და ის მეორე ანტივირუსული აბია, რომელიც სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა.

პრეპარატი განკუთვნილია ინფექციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის სამკურნალოდ და რისკის ქვეშ მყოფ მოზრდილებში. 

კვლევების თანახმად, დაავადების ადრეულ ეტაპზე მისი გამოყენება 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს.

გუშინ, ამერიკის მარეგულირებელმა ორგანომ "Pfizer"-ის მიერ წარმოებული ანტივირუსული პრეპარატი Paxlovid დაამტკიცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში