გადაუღებელი თოვლი მაღალმთიან აჭარაში. ერთდროულად მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს მთელი დღის განმავლობაში ებრძოდნენ. ბუნებრივ სტიქიას ტექნიკა ადვილად ვერ გაუმკლავდა, რის გამოც მოსახლეობა გზისა და ელექტრო ენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. გზებზე ლიპყინულია, გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. სინოპტიკოსები სუსტ თოვლს მთელი ღამის განმავლობაში ვარაუდობენ, ხვალიდან კი უნდა გამოიდაროს, თუმცა იქნება ყინვა.