ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 5 ათასი ტონა არასტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 1500 ტონით მეტია. ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოფლის მეუნეობის სამინისტრომ მოგვაწოდა, უწყების ინფორმაციით, აქამდე განხორციელდა 32 ათას ტონაზე მეტი მანდარინის ექსპორტი.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            