პროტესტს რეგიონებიდან შეურთდებიან

21 დეკემბერი 2021, 11:50 969 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას ოპოზიცია რეგიონებიდანაც შეურთდება.  მხარდამჭერთა ერთი ჯგუფი ბათუმის პარტიის ოფისიდან გავიდა. მათი თქმით, ისინი სხვადასხვა ლოკაციიდან ორგანიზებულად “ბლექსსი არენასთან“ შეიკრიბებიან. რაც შეეხება მოთხოვნებს, ოპოზიციური პარტიის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის პატიმრობას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი შეკრება სიმბოლურად მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი