პრემიერის შემაჯამებელი ანგარიში

18 დეკემბერი 2021, 14:54 635 ნახვა

მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის კუთხით გატარებული რეფორმებით ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა. პრემიერის თქმით საჯარო სექტორის ხელფასები გაიზრდება მინიმუმ 10% გაიზრდება პენსიები და სოციალური დახმარებებიც, რადგან გამოწვევა რომლის წინაშეც ქვეყანა დგას სიღარიბეა და ის აუცილებლად უნდა დაიძლიოს

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში