პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს

16 დეკემბერი 2021, 14:48 742 ნახვა

ვინ მიდის და ვინ არა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე? სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას მართავს. როგორც ცნობილია, მოსაწვევები ყველა პოლიტიკურ პარტიას დაურიგდა. მათ, ვისაც სურვილი აქვს, პრეზიდენტი  ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. პოლიტიკოსების ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, მათ შორის პოლარიზების დასრულების აუცილებლობაზე. იქნება თუ არა ეს შეხვედრა პოლიტიკური შერიგების დასაწყისი და ვინ მიდის შეხვედრაზე.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი