პარტია „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში შედის - პოლიტიკური შეფასებები

20 ოქტომბერი 2025, 14:44 122 ნახვა

„გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს. ნაციონალურ მოძრაობაში ყოფილი პრემიერის პარტიას  ქართულ ოცნებასთან აიგივებენ და მათ ოპოზიციად არ აღიქვამენ. აცხადებენ, რომ ასე სურთ „რეჟიმს პირი მობანონ“.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი ჩაიშალა – ბოიკოტი, დამხობა, რევოლუცია.

რაც შეეხება გახარიას პარტიას პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ მანდატები შეინარჩუნეს, უბრალოდ საპარლამენტო სხდომებს აცდენენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში