გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ბსუ-ს საპატიო დოქტორად აირჩიეს

16 დეკემბერი 2021, 11:53 1113 ნახვა

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს. გადაწყვეტილება აკადემიური საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ბსუ-ს რექტორის განცხადებით, ღასან ხალილი აქტიურად თანამშრომლობს სასწავლებელთან, მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა ბავშვთა უფლებების ცენტრი უნივერსიტეტში, განხორციელდა საგრანტო პროექტები.  სამომავლოდ კი განათლების მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებით თანამშროლობას გეგმავენ. ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება სამეცნიერო-აკადემიური სფეროს 51 წარმომადგენელს აქვს მიღებული.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი