ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის 2 ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროცესს მერი გაეცნო. მერიის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შენობის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, გარე ფასადთან ერთად შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც მიმდინარეობს. ასევე დასრულების ფაზაშია ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებიც. აქ 8 ოჯახი ელოდება საცხოვრებელ ბინებში დაბრუნებას. კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის მერიამ დაახლოებით მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო.