ძალოსნების კიდევ ორი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან

14 დეკემბერი 2021, 12:36 916 ნახვა

კიდევ ორი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან. 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რევაზ დავითაძემ 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ 165, 168 და 171 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. დავითაძემ აკვრაში თავი 195 და 199 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე შოთა მიშველიძემ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამ წუთებში კი ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის 2021 წლის ჩემპიონი ანტონ პლესნოი ასპარეზობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი