ტურნირი მინი-ფეხბურთში

09 დეკემბერი 2021, 20:07 1509 ნახვა

სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ნუკრი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი მინი-ფეხბურთში ძალოვან სტრუქტურულ ორგანიზაციებს შორის  8 დღის განმავლობაში ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში მიმდინარეობდა.

შეჯიბრებაში, რომლის ორგანიზატორები აჭარის სპორტის დეპარტამენტი და აჭარის მინი-ფეხბურთის ფედერაცია იყო, რეგიონში მოქმედი თითქმის ყველა ძალოვანი სტრუქტურის გუნდი მონაწილეობდა. რვადღიანი ასპარეზობის შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებული და პრიზიორები. ტურნირის ჩემპიონი აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გუნდი 5:1 დაამარცხა. მესამე ადგილზე შემოსავლების სამსახურის გუნდი გავიდა. გამარჯვებული,  პრიზიორები და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოდ დასახელებული მონაწილეები თასებით, მედლებით და საგანგებო პრიზებით დააჯილდოვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში