ოთხი მედალი ბაქოს გრანდ-სლემიდან

08 ნოემბერი 2021, 10:30 823 ნახვა

ბაქოში დასრულდა გრანდ სლემი ძიუდოში. ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა. ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და სამმა მათგანმა, ლუკა მაისურაძემ, ბექა ღვინიაშვილმა და ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ამგვარად, ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სულ ოთხი მედალია. შეგახსენებთ, რომ  შეჯიბრების პირველ დღეს ოქროს მედალს ჯაბა პაპინაშვილი დაეუფლა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში