ეკატერინე გორგოძემ არგენტინა ოუფენი მოიგო

08 ნოემბერი 2021, 12:00 927 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში ბუენოს აირესის 125-ქულიანი ტურნირის არგენტინა ოუფენის ჩემპიონი გახდა.

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ბუენოს აირესში ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა და ორი წრეც დაძლია, მაგრამ მეოთხედფინალში ეგვიპტელ მაიარ შერიფთან დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ გორგოძემ და ბარამ ერთი კვირის წინ ტრანსილვანია ოუფენის გათამაშებაც მოიგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში