საქართველოს ძიუდოისთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

08 ნოემბერი 2021, 12:03 948 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ბუდაპეშტში 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურად ტურნირზე 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე ჩემპიონები გახდნენ, ალეკო მამიაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი და სოფიო სომხიშვილი ვიცე-ჩემპიონები, გიორგი თუთაშვილი, გიორგი ჩიქოვანი და გელა ზაალიშვილი კი  ბრინჯაოს პრიზიორები. ინდივიდუალური ტურნირის დასრულების შემდეგ ქართველ ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში ჩაება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში