''ომიკრონის'' გამო ქვეყნები კოვიდშეზღუდვებს აწესებენ

09 დეკემბერი 2021, 14:33 887 ნახვა

დანიის ხელისუფლება  კორონავირუსის  ახალი შტამის "ომიკრონის" წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 15 დეკემბრიდან  დაწყებით სკოლებში სასწავლო პროცესს აჩერებს.  ხვალიდან კი ქვეყანაში   რესტორნები და ბარები დაიხურება. 

მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, დისტანციურად იმუშაონ და მასობრივ შეკრებებს, მათ შორის საშობაო წვეულებებს აუქმებს.

საკარანტინო წესებს ამკაცრებენ დიდ ბრიტანეთშიც.  აქაც მიზეზად  კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელება სახელდება. პრემიერ ჯონსონის თქმით, კოვიდ-19-ის შეკავების მიზნით მთავრობა სარეზერვო გეგმაზე გადადის. ორშაბათიდან თანამშრომლები დისტანციურად იმუშავებენ. 

პირბადის ტარება "დიდ დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში" სავალდებულო გახდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში