დღეს ''შუქურა'' ეროვნულ ლიგაში დასარჩენად ''გაგრას'' ეთამაშება

08 დეკემბერი 2021, 11:14 277 ნახვა

ქობულეთის ''შუქურა'' ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის ფლეიოფში იბრძვის. ქობულეთლები მთავარ ლიგაში მე-9 ადგილზე გავიდა, მისი მეტოქე კი ლიგა 2-ში მეორე ადგილზე გასული ''გაგრა'' არის.

მატჩი დღეს ქობულეთში ''ჩელე არენაზე'' 13:00 საათზე დაიწყება.

ფლეიოფში თამაშობს ქუთაისის ''ტორპედოც", რომელიც მარტვილის ''მერანს'' გასვლაზე დაუპირისპირდება. ეს შეხვედრაც 13:00 საათზე გაიმართება.

დაპირისპირებები ორრაუნდიანია და განმეორებითი შეხვედრები 12 დეკემბერს არის ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში