უწყებებს შორის სამომავლო კოორდინაციის სტრატეგია, ასევე გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები განიხილეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მინისტრებმა, მუნიციპალიტეტისა და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა.
თორნიკე რიჟვაძემ მათ დაავალა მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდეს და სამომავლო პროექტებიც საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმოს. ვიდეო მასალა და ინფორმაცია აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა.