სახელმწიფომ ლიცენზია მეორე ვადით გაუგრძელა იმ კომპანიებს, რომლებიც შავ ზღვაში ნაპირიდან ნებისმიერ მანძილზე გადაადგილდებიან. მათ შორისაა მეზობელი ქვეყნის სეინერები. მათგან განსხვავებით საქმიანობის არახელსაყრელ პირობებზე საუბრობენ მეთევზეები ბათუმში. მათი უკმაყოფილება სწორედ დადგენილ არეალს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც ისინი თევზაობენ. ურჩევნიათ საქმიანობა ლიცენზიას დაექვემდებაროს, მანძილი რეწვისთვის კი შეუზღუდავი იყოს.