ქობულეთის მერია: ნარჩენები დაკონსერვდება

05 დეკემბერი 2021, 20:15 2438 ნახვა

სამდღიანმა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. ოჩხამურის მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ ორმოებში გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენები ჩაიყარა.

მოქალაქეები  სამი დღეა ნარჩენების სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ, შიშობენ რომ ნარჩენები დროთა განმავლობაში მათ ჯანმრთელობას დააზიანებს. ადგილობრივებს ქობულეთის მერი შეხვდა თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმდნენ, საკითხს ცოტა ხნის წინ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიც გამოეხმაურა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში