განათლების მინისტრის საათი

01 დეკემბერი 2021, 19:36 1583 ნახვა

წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაკნინება, ამის შედეგებს ვიმკით ახლა - თქვა განათლების მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მიხეილ ცხენკელის განცხადებით, ცვლილება თუ მოხდა პირველკლასელებისთვის, ამის ეფექტი იქნება  10-12 წლის შემდეგ, როდესაც გაიზომება ახლანდელი პირველკლასელის მთელი სასკოლო განათლება. პარლამენტში კიდევ ერთხელ გაჟღერდა სკოლების დეპოლიტიზების აუცილებლობა. მინისტრს მიმართეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომ განათლება საქართველოში შესაბამისად მაინც არ ფასდება და წარმოდგენილი პროგრამები თუ გეგმები აზრს კარგავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი