განათლების სამინისტროს განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

06 დეკემბერი 2021, 18:10 1449 ნახვა

„ისტორიული პროცესები გამართულად, კომპეტენტურად და მრავამხრივადა აღწერილი და ის პროცესების შეფასების ნაწილს არ მოიცავს“-ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს მე-9 კლასის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო. „რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ამაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. რეცენზენტები და შემფასებლები ამას შეაფასებენ. რაც შეეხება ფაქტობრივ უზუსტობებს, თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მოგვმართოს და სახელმძღვანელოს განმეორებით ბეჭდვაზე წასვლისას გასწორდება. ჯერჯერობით ამ ისტორიის სახელმძღვანელოზე უზუსტობა არავის დაუფიქსირებია“-აცხადებენ უწყებაში. საკითხზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა პარლამენტში. ოპოზიცია ამბობს, ეს არის ისტორიის გადაწერის და გაყალბების მცდელობა, ქართულ ოცნებაში კი მიაჩნიათ, რომ სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ და თანამედროვე პროცესების შესახებ ინფორმაცია ფაქტებზე დაყრდობითაა შეტანილი.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში