ბლინკენი და ლავროვი მოლაპარაკებებს სტოკჰოლმში გამართავენ

01 დეკემბერი 2021, 18:33 1247 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა ხვალ, 2 დეკემბერს სტოკჰოლმშია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.შეხვედრა  ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება. ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების გამო ნატოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში