კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა უნდა გადაიხედოს - ვანო ჩხაიძე 

01 დეკემბერი 2021, 14:15 1063 ნახვა

ივანე ჩხაიძის განცხადებით, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდეგ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა. 

​მისივე თქმით, მართებულია ეს ვადა 6 თვემდე შემცირდეს.

''ჩვენ ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ამ საკითხში არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ''მწვანე სტატუსი'' ენიჭება პირს, რომელსაც კორონავირუსი გადატანილი აქვს. თავდაპირველად საუბარი იყო 6 თვიან ვადაზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში