საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან გარკვეულ ობიექტებზე მწვანე პასპორტის გარეშე ვეღარ შეხვალთ.
ასევე იხსნება რესტორნებისთვის დაწესებული საათობრივი შეზღუდვა, თუმცა კვების ობიექტებში შესვლა მხოლოდ მწვანე პასპორტით იქნება შესაძლებელი. ობიექტები აქამდე 23:00 საათამდე მუშაობდნენ.
მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შეხვალთ:
. რესტორნები, კაფეები, ბარები, - ღია და დახურული სივრცეები;
. კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
. სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
. სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
. სასტუმროები;
. სამთო კურორტების საბაგირო გზები.
მწვანე სტატუსი ენიჭებათ მოქალაქეებს, ვინც:
. აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით;
. წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს;
. გადაიტანა კოვიდინფექცია.
მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტს დააჯარიმებენ და არა მოქალაქეს. რეგულაციის დარღვევის გამო ინდმეწარმე 2 000, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდება.
საქართველოში „მწვანე პასპორტით“ სარგებლობისთვის მოქალაქეებმა აპლიკაცია CovidPass Georgia უნდა გადმოწერონ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აპლიკაცია, სახელწოდებით Georgia e-Health, რომლის დანერგვის შესახებაც უწყება ბოლო დღეების განმავლობაში საუბრობდა, საქართველოს მოქალაქეებმა უცხო ქვეყანაში ვიზიტისას უნდა გამოიყენონ.