"სუს-ტემა უნდა დაინგრეს" - საპროტესტო აქცია სუს-თან

30 ნოემბერი 2021, 15:10 1261 ნახვა

''სუსტემა  უნდა დაინგრეს'' - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქცია-პერფორმანსი იმართება. ''სირცხვილიას'' აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები სუს-თან იკრიბებიან.  

აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში არჩევნები არა ცესკომ, არამედ უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა.

მოქალაქეები პროვოკაციისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად სუს-ის შენობის მოპირდაპირე მხარეს დადგნენ. 

აქციის მონაწილეებს თან აქვს ბანერები: ''ახალ დუმილი დანაშაულია'', ''წადით თქვენით'', ''პროპორციულზე რა ისმის?''

მოძრაობა ''სირცხვილია'' აქტივისტის თქმით, აქცია იქნება მშვიდობიანი.

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ყველამ დაინახოს თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს შენობა და მის შიგნით ის ამბები, რომელსაც აწყობს ივანიშვილი რუსული ხელწერით. როგორ გვპარავს არჩევნებს ამ შენობაში განთავსებული აპარატურით და ბინძური სქემებით, როგორ აწამებს, აშანტაჟებს ხალხს, დაძვრება მათ ტელეფონებსა და საძინებლებში. ეს არის ბოროტების მთავარი ბუდე, რომელიც გვექაჩება რუსეთისკენ და გვაშორებს ევროპას. სწრაფად უნდა ვიფიქროთ ამაზე და ისევე როგორც წინა ჩვენი აქციებიც ახლაც იქნება მშვიდობიანი"-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი