ხვალიდან საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება. მწვანე სტატუსი ენიჭება მას, ვინც ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს პისიარ ან ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტი“ მოეთხოვება 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს.
რესტორნებს, რომლებიც სტუმრებს "მწვანე ბარათით" მიიღებენ, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.