აჭარაში კორონავირუსის 184 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 1018 პირი.
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 506 პაციენტი, მძიმეა 126-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 42 პირი.
ამ დროისთვის კოვიდ სასტუმროებში მოთავსებულია 247 პირი, საკარანტინო სივრცეში 9.