ავიამოდელების კონსტრუქტორი ქობულეთიდან, რომელიც ბავშვებისთვის საოცნებო საფრენ აპარატებს უკვე ათეული წლებია ენთუზიაზმით აკეთებს. 82 წლის ზაურ მგელაძეს მოწყობილობის ფრენისტვის საჭირო ელექტრო მექანიზმის მწყობრში მოსაყვანად საკუთარი პროფესია ეხმარება. საქმე ბევრისთვის უსწავლებია, თუმცა დღეს საქმით დაინტერესებულების სიმცირეზე წუხს.