საქართველომ მიიღო კოვიდ-19-ის სამკურნალო მედიკამენტების ახალი დოზები. ქვეყანაში ჩამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეძენილი - „ტოცილიზუმაბის“ 2 000 და „რონაპრივის“ 500 დოზა.
აშშ-ის და ევროპის მარეგულირებლების მიერ ავტორიზებული მედიკამენტები კოვიდ-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტებში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებს კოვიდ-კლინიკებში გაანაწილებენ.