მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა

17 ნოემბერი 2021, 10:52 757 ნახვა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის 3 მილიონ 300 ათასზე  მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ათასს 584 ადამიანი - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 6%-ით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი