შინაარსობრივი საკითხების ნაცვლად ადვოკატები 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ აქცენტები არამნიშვნელოვან საკითხებზე გადაეტანათ - პროკურორი 

15 ნოემბერი 2021, 16:01 766 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, შეთავაზების მიუხედავად პროცესი ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართულიყო, ან ექსპრეზიდენტი სხდომას დისტანციურად დასწრებოდა, ბრალდების მხარემ არ გამოიყენა. 

''დაცვის მხარის მიერ არ იქნა გახმოვანებული დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია. შინაარსობრივი საკითხების ნაცვლად ისინი მთელი 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ აქცენტები გადაეტანათ არამნიშვნელოვან საკითხებზე. 

საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომ სასამართლო სხდომის ჩატარების ნაცვლად, მათ დაუსაბუთებელი არგუმენტებით ფაქტობრივად უარი განაცხადეს პროცესის ჩატარებაზე, როდესაც ამის ჩატარებას კანონი ითვალისწინებდა'' - განაცხადა პროკურორმა. 

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი კვლავ მიხეილ სააკაშვილის  გარეშე ჩატარდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. 

მომდევნო სხდომა 2 დეკემბერს ჩაინიშნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი