15 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გუშინ საქართველოში 20 166 ტესტი ჩატარდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 87, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 429 საიდანაც: 6 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 694, აჭარაში - 592, იმერეთში - 1 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 648, აჭარაში - 131, იმერეთში - 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 39, იმერეთში - 31. 1 191 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 788 - თბილისში, 235 - აჭარაში. 44 391 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 14 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 612 ადამიანი.