ცესკომ "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა

13 ნოემბერი 2021, 18:00 1993 ნახვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება სხდომაზე მიიღო. პარტიას ცესკოში დღეს განსახილველად 11 საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა.

როგორც სხდომაზე განმარტეს, პარტიის საჩივრები მათ შორის, მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დაკმაყოფილდა.  ცენტრალურმა კომისიამ ამავე სხდომაზე 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგებიც შეაჯამა. სხდომას უხმაუროდ არ ჩაუვლია. ენმ-ის კანდიდატებმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ, სხდომაზე დაშინებებსა და ზეწოლაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი