დრონების ტექნოლოგიების გამოყენება - შეხვედრა ტექნოპარკში

12 ნოემბერი 2021, 13:04 1046 ნახვა

დრონების, მისი ტექნოლოგიების გამოყენებასა და განვითარებაზე ბათუმის  ორი სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარი ჩატარდა.

შეხვედრაზე მოზარდებისთვის დრონის ტექნოლოგიურ  თვისებებსა და  წვლილზე ისაუბრეს. 

საინფორმაციო სახის  სემინარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობამ  ,,ევროკავშირი საქართველოსთვის“  დაფინანსებითა და მხარდაჭერით გამართა.

პროექტს ,,ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პირველ ეტაპზე ჩართული 25 სკოლიდან  2 ბათუმის სკოლაა.   

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი