საქართველოში კორონავირუსის 4445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი

12 ნოემბერი 2021, 10:47 706 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3508.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 215 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 567 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.06%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა, აჭარა - 124, იმერეთი - 868, ქვემო ქართლი - 321, შიდა ქართლი - 431, გურია - 91, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 283, კახეთი - 314, მცხეთა-მთიანეთი - 115, სამცხე-ჯავახეთი - 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 56 164. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში