პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე - ირაკლი ღარიბაშვილი

11 ნოემბერი 2021, 12:19 1272 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგში მიღებულ გადაწყვეტილებას გაეცნო, თუმცა ვრცელ კომენტარს არ გააკეთებს. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკითხზე იუსტიციის მინისტრი ისაუბრებს. 

''გავეცანით სტრასბურგის გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრი გააკეთებს ბრიფინგს უახლოეს საათებში და ვრცლად ისაუბრებს. მე არ მსურს ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა.

გითხარით, რომ პატიმარზე და პატიმრებზე მე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, კი სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი